11, დეკემბერი 2018 14:32:00
კურორტ „გოდერძიზე“ სეზონის ოფიციალური გახსნის ცერემონია გადაიდო. ამის მიზეზად უამინდობა დასახელდა. კურორტის საზოგადოებასთან ურთიერთობისა და მარკეტინგის სამსახურში ვერ აკონკრეტებენ როდის გაიმართება ღონისძიება, სავარაუდოდ, ეს თოვლის საფარზე იქნება დამოკიდებული. ამ ეტაპზე კურორტზე მოსამზადებელი სამუშაოები დასრულებულია. სასრიალო ტრასა და კოტეჯები ვიზიტორების მისაღებად მომზადებულია.