11, დეკემბერი 2018 14:32:00
„სქესობრივი განათლება ბიჭებისთვის მამის საქმედ აღიქმება. ისინი მოზარდებს ბიოლოგიური მოთხოვნილების დასამყარებლად და გამოცდილების მისაღებად, ფინანსურად მხარს უჭერენ,“ - ნათქვამია Unicef- ის ანგარიშში. რაც შეეხება გოგონებთან დამოკიდებულებას, ამ შემთხვევში მამები სექსუალობის საკითხებზე საუბარს საფრთხედ აღიქვამენ, და ფიქრობენ, რომ ასეთ თემებზე საუბარი მათ ინტერესს სექსის მიმართ, დააჩქარებს. კვლევის მიხედვით, მხოლოდ რამდენიმე მშობელმა გამოთქვა მოსაზრება, რომ მათ შვილების დაცული სექსისთვის საჭირო ინფორმაციის მოწოდების კუთხით, პასუხისმგებლობა აკისრიათ. აღსანიშნავია ისიც, რომ ადრეული მოზარდობის ასაკის ბავშვებს, სქესობრივი და რეპროდუქციული ჯანმრთელობის საკითხებში, მშობლები მთავარ მრჩევლებად და მენტორებად არ მიაჩნიათ.