11, დეკემბერი 2018 14:31:00
გვიან ღამით, ბათუმში, ყაზბეგის ქუჩაზე ინციდენტი მოხდა. ჩვენი ინფორმაციით, აჭარის უმაღლესი საბჭოს თავჯდომარის საცხოვრებელ კორპუსთან იჩხუბეს. სავარაუდოდ, ნაცემია დავით გაბაიძის დაცვის თანამშრომელი. უმაღლესი საბჭოს თავჯდომარემ გვითხრა, რომ ინციდენტში პირადი დაცვის თანამშრომელი არ მონაწილეობდა. მისივე თქმით, სახლის მცველსა და მოქალაქეს შორის სიტყვიერ შელაპარაკებას ჰქონდა ადგილი. სახელმწიფო დაცვის სამსახურს კომენტარი ამ დრომდე არ გაუკეთებია. ფაქტზე შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება დაიწყო.