18, დეკემბერი 2018 17:04:00
საბაჟო გამშვებ პუნქტში ,,სარფი“, ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის მებაჟე ოფიცრებმა, ეჭვის საფუძველზე, აზერბაიჯანის მოქალაქისფიზიკური დათვალიერების შედეგად, 6 198.99 ლარის ღირებულების არადეკლარირებული ოქროს ნაკეთობები აღმოაჩინეს. საქონელი, კანონდამრღვევ მოქალაქეს, სხეულზე, სპეციალურად მოწყობილ სამალავში ჰქონდა განთავსებული. საქმე, შემდგომი რეაგირების მიზნით, საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურს გადაეცა.