08, მარტი 2017 20:27:00
„100 წლის შემდეგ“ - ასე ეწოდება გამოფენას, რომელიც დღეს ბათუმის მუსიკალურ ცენტრში გაიმართა. დამთვალიერებელმა მარიამ ზოიძის ფოტოები იხილა, რომლებზეც ჩვენს რეგიონში მცხოვრები 100 და 100 წელს გადაცილებული ქალებია აღბეჭდილი. გამოფენა აჭარის ჯანდაცვის სამინისტროს და არასამთავრობო ორგანიზაცია „დემოკრატიის ინსტიტუტის“ ერთობლივი პროექტია და წელს პირველად გაიმართა. ამ დროის მონაცემებით აჭარაში 100 წელს გადაცილებული 26 ქალი ცხოვრობს, მიმდინარე წელს კი კიდევ 8 შეუერთდება აღნიშნულ სიას. აჭარის ჯანდაცვის სამინისტროს გადაწყვეტილებით, ხანდაზმულ ქალებს ფულადი საჩუქრები 1000 - 1000 ლარი გადაეცათ.