19, დეკემბერი 2018 20:25:00
ბათუმის ხელოვნების მუზეუმი იუბილარია. საგამოფენო სივრცე 20 წელია ფუნქციონირებს. რას სთავაზობს დაწესებულება დამთვალიერებელს? ფიქრია დავლაძემ გადაავლო თვალი იქ განთავსებულ ნამუშევრებსა და დაცულ ესპონანტებს.
უკვე 20 წელია, ბათუმის ხელოვნების მუზეუმი სამხატვრო შემოქმედების კერადაა ქცეული. ამ კედლებს როგორც დამწყები, ასევე ლეგენდარული მხატვრების ტილოები ახსოვს. იუბილეზე დღეს სხვადასხვა მხატვრის 50 საუკეთესო ნამუშევარი გამოიფინა.
ამ სივრცეში ნახატების გარდა მნიშვნელოვანი ადგილი აფიშებსაც დაეთმო. საინფორმაციო დაფები წლების განმავლობაში მუზეუმში გამართული გამოფენების შესახებ გვიყვება. ჩამონათვალში ნიკო ფიროსმანის ნახატები მოხვდა.
საიუბილეო თარიღთან დაკავშრებით აჭარის განათლების , კულტურისა და სპორტის სამინისტრომ მუზეუმს საჩუქრად 9 ახალი ნამუშევარიც გადაეცა. ნახატები საერთაშორისო პლენერის ფარგლებში შეიქმნა.
ნამუშევრები შეაფასეს ხელოვანებმა, დაათვალიერეს საზოგადოების წარმომადგენლებმა.
აჭარის ხელოვნების მუზეუმი ოფიციალურად 1998 წლის 19 დეკემბერს გაიხსნა. ხელოვნების მუზეუმში სულ დღეისათვის 500 მდე ექსპონანტია დაცული.