14, იანვარი 2019 17:14:00
ბათუმში, 43 წლის ქალი მე-11 სართულიდან სავარაუდოდ გადმოვარდა. იგი ადგილზე გარდაიცვალა. შემთხვევა ბაგრატიონის ქუჩაზე მოხდა. თვითმხილველები ყვებიან, რომ ქალი ძმასთან სტუმრად იყო. ცხედარი ექსპერტიზის ეროვნულ ბიუროში გადაასვენეს. ფაქტზე დაწყებულია გამოძიება.