15, იანვარი 2019 17:12:00
საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციაში რეორგანიზაციის პირველი ეტაპი დღეიდან დაიწყება. ადმინისტრაციაში ამ დროის მონაცემებით მომუშავე 102 თანამშრომლიდან ბიუჯეტის პროექტით ვაკანსია მხოლოდ 60 თანამშრომელზეა გათვალისწინებული. როგორც პრეზიდენტის სპიკერმა, ხატია მოისწრაფიშვილმა განაცხდა, შეთავაზებას მიიღებს ყველა თანამშრომელი, რომელიც ადმინისტრაციის მიერ შემუშავებული პოლიტიკით გათვალისწინებულ კვალიფიკაციას დააკმაყოფილებს. მისივე თქმით, 15 თებერვლიდან დაიწყება მეორე ეტაპი. ვინც არ, ან ვერ დააკმაყოფილებენ ადმინისტრაციის მიერ შემუშავებულ პოლიტიკას, მათი მონაცემები გადავა საჯარო ბიუროს განკარგულებაში.