15, იანვარი 2019 17:05:00
სოფელ აჭყვისთავში საბავშვო ბაღი სავარაუდოდ, 21 იანვარს გაიხსნება. შენობის მშენებლობა უკვე დასრულებულია და აღჭურვილია ყველა საჭირო ინვენტარით. ორ სართულიანი შენობა შშმ პირებისთვის ადაპტირებულია. ობიექტში ფუნქციონირებს ცენტრალური გათბობის სისტემაც. სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებაში 2 ჯგუფი იფუნქციონირებს, რომელიც 70 ბავშვზე იქნება გათვლილი. ქობულეთის ბაღების გაერთიანების დირექტორის თქმით, დაწესებულების ძველ შენობაში 33 ბავშვი ირიცხება. გაერთიანებაში კი დამატებით 21 აღსაზრდელის განაცხადია შესული, რომლებიც სწავლას ბაღის ახალ შენობაში შეძლებენ. ცნობისთვის აჭყვისთავის საბავშვო ბაღი დღემდე სოფლის სკოლის შენობაში იყო განთავსებული.