10, მარტი 2017 17:07:00
აჭარის მთავრობის აპარატთან არსებულმა საინვესტიციო პროექტების k 2- კოეფიციენტის მნიშვნელობის გაზრდის რეკომენდაციების შემუშავებელმა კომისიამ გასული წლის დეკემბრიდან დღემდე 80-მდე პროექტი განიხილა, ამათგან ოცდაოთხს უარი უთხრა, 7-მათგანი დააკმაყოფილა, დანარჩენ კომპანიებს კი ხარვეზების გამო დამატებით ვადა მისცა. პროექტებზე მუშაობისას საბჭომ განიხილა თუ რამდენად შეესაბამება პროექტი ბათუმის არქიტექტურას, შენობა-ნაგებობის განთავსების სამეზობლო მიჯნას, ასევე ავტოსადგომების მოწყობის პერსპექტივა და მიმდებარე ტერიტორიების განაშენიანების მასშტაბები. კომისიის წევრმა , არქიტექტორ მანუჩარ მახათაძემ ბათუმში არსებული სიტუაცია „ურბანულ კატასტროფად“ შეაფასა. მან ყურადღება განაშენიანების გენერალური გეგმის შექმნის აუცილებლობაზე გაამახვილა. დეტალები თემასთან დაკავშირებით იხილეთ მომდევნო გამოშებაში.