16, იანვარი 2019 17:03:00
აჭარის ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტმა საოჯახო-სასტუმრო სახლების მეპატრონეებისათვის ინგლისური ენის შემსწავლელი ვიდეო გაკვეთილები დაამზადა, სადაც გადმოცემულია ყველა ის აუცილებელი საკომუნიკაციო ტერმინები და ფრაზები, რაც მასპინძელს უცხოელ სტუმართან კომუნიკაციას გაუადვილებს. ვიდეო გაკვეთილები კურორტ „გოდერძისა“ და „სოფელ სახალვაშოში“ მდებარე საოჯახო სასტუმროების წარმომადგენლებს უკვე გადასცეს.