18, იანვარი 2019 17:12:00
ბარათაშვილის ქუჩის 28 ნომერში მცხოვრები მოქალაქები ქარის მიერ დაზიანებული სახურავის შეკეთებას ითხოვენ. უამინდობის დროს სულ სამი ოჯახი დაზარალდა. ადგილობრივები ყვებიან, რომ კულტურული მემკვიდრეობის სტატუსის მქონე შენობა ამორტიზებულია და მსგავსი პრობლემები ყოველი გაწვიმებისას ექმნებათ. ოჯახები შესაბამის ორგანოებს დროული რეგირებისკენ მოუწოდებენ.