18, იანვარი 2019 17:13:00
ბათუმში ახალი მეჩეთის მშენებლობის საქმესთან დაკავშირებით მიმდინარე სასამართლო დავა ჭიანურდება. სარჩელი ბათუმის საქალაქო სასამართლოში 2017 წლის 13 ივნისს დარეგისტრირდა, თუმცა საქმესთან დაკავშირებით დღემდე მხოლოდ ერთი სასამართლო სხდომა გასული წელის თებერვალში გაიმართა. მუსლიმი თემის ინტერესებს ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრის, ტოლერანტობისა და მრავალფეროვნების ინსტიტუტის წარმომადგენლები იცავენ. მათი განცხადებით, სასამართლო დავის განხილვის ყველა გონივრულ ვადას არღვევს. ამიტომაც მოუწოდებენ უზრუნველყოს ბათუმში ახალი მეჩეთის მშენებლობის საქმის დროული და სამართლიანი განხილვა