18, იანვარი 2019 17:11:00
გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, 2018 წელს, ნარჩენების მართვის კოდექსის დარღვევის 566 ფაქტი გამოავლინეს. გარემოს დაბინძურების კუთხით, 2018 წელს გამოვლინდა: მუნიციპალური ნარჩენებით გარემოს დანაგვიანება - 153; სამშენებლო ან სხვა ინერტული ნარჩენებით გარემოს დანაგვიანება - 154; შლამისებრი ნივთიერებებით - ფეკალური მასებით ან კანალიზაციის ნარჩენებით ტერიტორიის დაბინძურება - 36; ცხოველის სხეულის ნარჩენებით გარემოს დანაგვიანება - 17; მუნიციპალური არასახიფათო ნარჩენების ღია წესით ან არადანიშნულების საწვავ დანადგარში დაწვა - 107; სახიფათო ნარჩენების მართვასთან დაკავშირებული მოთხოვნებისა და ვალდებულებების შეუსრულებლობა -37 ფაქტი.