18, იანვარი 2019 20:05:00
ბათუმის ბულვარის ადმინისტრაციის დირექტორის სამი მოადგილის ვინაობა ცნობილია. პირველი მოადგილე დავით სურგულაძე იქნება. ბულვარის მართვაში ირაკლი ჯინჭარაძეს ასევე, სოფო გუჯაბიძე და სოფიო ლაზიშვილი დაეხმარებიან. სურგულაძეს საბანკო სექტორში მუშაობის გამოცდილება აქვს. გუჯაბიძე მანამდე აჭარის მთავრობის საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტს ხელმძღვანელობდა. ლაზიშვილი კი ტურიზმის დეპარტამენტში მუშაობდა. ახალი კადრები კონკურსის გზით შეარჩიეს. ისინი მუშაობას ორშაბათიდან შეუდგებიან.