24, იანვარი 2019 17:03:00
საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს დირექტორის ბრძანებით, "ხაჭაპურის ტრადიციას" არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსი მიენიჭა. საკითხის ინიციატორია შპს „გუნდა“ და მოქალაქეები არიან. "საქართველო პირველად იღებს მონაწილეობას საერთაშორისო კულინარიულ გამოფენაში “Sirha 2019”, სადაც აღნიშნული ორგანიზაცია და კერძო პირები, გამოფენის ფარგლებში წარადგენენ ქართულ ხაჭაპურს. ხაჭაპური ქართული სამზარეულოს ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი კომპონენტია. ის ქართული კულინარიული კულტურის სავიზიტო ბარათია.
მსგავსი თემები: