01, თებერვალი 2019 10:01:00
აჭარის განათლების, კულტურისა და სპორტის მინისტრის ინგა შამილიშვილის მოადგილედ ალექსანდრე დავითაძე ინიშნება, რომელიც მანამდე აჭარის მთავრობის საერთაშორისო ურთიერთობათა და პროტოკოლის დეპარტამენტის უფროსი იყო.
ახალ მოადგილეს რეგიონის პირველი პირი და განათლების მინისტრი 11 საათზე სამინისტროში ჩანიშნულ შეხვედრაზე წარადგენენ.