01, თებერვალი 2019 17:14:00
საქართველოს პრემიერმინისტრმა მამუკა ბახტაძემ დაადასტურა, რომ წელს მეთორმეტე კლასელებისთვის გამოსაშვები გამოცდები გაუქმდა. მისი თქმით, მთავრობის პრიორიტეტია, რომ სკოლაში მოხდეს განათლების მიღება. ცნობისთვის 2020 წლიდან სკოლებში გამოსაშვები გამოცდები მოიხსნება. ასევე, 2020 წლიდან თითოეულ პროგრამაზე ბარიერს უნივერსიტეტები დაადგენენ. 2020 წლიდან ერთიანი ეროვნული გამოცდების ჩაბარება სამ სავალდებულო საგანში იქნება: ქართული ენა და ლიტერატურა, უცხო ენა და მესამე იქნება იმ პროფილის მიმართულებით, რა სპეციალობასაც აბიტურიენტი აირჩევს. კერძოდ, ტექნიკური მიმართულებების შემთხვევაში, აბიტურიენტები ჩააბარებენ მათემატიკას, ხოლო ჰუმანიტარული მიმართულებების შემთხვევაში - ისტორიას. რაც შეეხება ზოგადი უნარების გამოცდას, მისი ან სხვა პროფილური გამოცდის დამატების უფლება უმაღლესმა სასწავლებლებმა მიიღეს.