05, თებერვალი 2019 17:11:00
,,საქართველოს მოქალაქე ვასილ საგანელიძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“ - საკონსტიტუციო სასამართლოში განმწესრიგებელი სხდომა გაიმართა. მოსარჩელე მხარე იმ ნორმების არაკონსტიტუციურად ცნობას ითხოვს, რომელთა მიხედვითაც, გამოძიების ეტაპზე გამოსაკითხი პირის იძულებითი წესით დაკითხვის შესაძლებლობა მხოლოდ ბრალდების მხარეს ენიჭება, ამავე ნორმის მიხედვით მოწმის დაკითხვის პროცესზე დაცვის მხარის დასწრება არ შეიძლება. მოსარჩელე მიუთითებს, რომ ირღვევა თანასწორობისა და დაცვის უფლებები.