05, თებერვალი 2019 17:17:00
ბათუმში, ბერიძის ქუჩაზე მომხდარი ხანძრის შედეგად, ერთი სახლი სრულად, რამდენიმე კი ნაწილობრივ დაიწვა. შემთხვევის დროს, მეხანძრეებმა მიმდებარე შენობებიდან 20 - მდე მოქალაქის ევაკუაცია მოახდინეს. იმ სახლის მკვიდრი, სადაც ცეცხლი გაჩნდა, ნერვიულობის შედეგად შეუძლოდ გახდა. მედიკოსებმა იგი ბათუმის ერთ-ერთ კლინიკაში გადაიყვანეს. ხანძარი იტალიური ტიპის ორ სართულიანი სახლის მეორე სართულზე, დაახლოებით 2 საათზე გაჩნდა. შედეგად 200 კვადრატული მეტრი ფართობი დაიწვა.