05, თებერვალი 2019 17:01:00
შპს ,,სანდასუფთავებაში“ ახალი სპეცტექნიკის პრეზენტაცია გაიმართა. ორი ერთეული ნაგავმზიდი პრესდანადგარით, ძველი ბათუმისა და ბულვარის ტერიტორიებიდან ნარჩენების გამოსატანად ერთი ერთეული სპეციალიზებული სატვირთო მანქანა, სამედიცინო-სახიფათო ნარჩენების გამოსატანად ერთი სპეციალიზებული დახურული სატვირთო მანქანა უკანა ასაწევი ლიფტით, ურნების გასარეცხად 3 მინი სატვირთო მანქანა დაგვა-დასუფთავების მობილური ჯგუფების სხვადასხვა ლოკაციაზე გადასაყვანად აღნიშნული ტექნიკა 2018 წლის ბოლოს შეიძინეს. მიმდინარე წლის ბოლოს 1500 ცალი სხვადასხვა ზომის სანაგვე კონტეინერის შეძენაა დაგეგმილი.