05, თებერვალი 2019 18:01:00
ქობულეთის მეორე საჯარო სკოლას ახალი ხელმძღვანელი ჰყავს. ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელი ნანი ცივაძე დირექტორის მოვალეობის შემსრულებლად აჭარის ა.რ. განათლების მინისტრის ბრძანებით დაინიშნა. აღნიშნული სკოლის დირექტორის თანამდებობა ნარგიზ ბაღიშვილს ეჭირა, რომელიც გარდაიცვალა. დირექტორის თანამდებობის დასაკავებლად არჩევნებს საქართველოს განათლების სამინისტრო დანიშნავს.