12, მარტი 2017 20:37:00
ბათუმის საქალაქო სასამართლოში წუხელ დაკავებული რამდენიმე პირების სასამართლო პროცესი დღეს გაიმართა. მათ შორის აქციაზე დაკავებული არასრულწლოვნების,თუმცა მათზე დასწრების საშუალება ჩვენ არ მოგვცეს რადგან სხდომა დახურული იყო. გოდერძი გორგილაძის, გიორგი ჯაჭვლიანის და მამუკა ართმელიძის სასამართლო პროცესს ჩემი კოლეგა თამარ კიკნაძე დაესწრო, რომელიც ახლა თავად გვეტყვის თუ რა გადაწყვეტილება მიიღო მოსამართლემ.