11, თებერვალი 2019 17:16:00
საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლომ გასული წლის საქმიანობის ანგარიში წარადგინა. შეხვედრას მესამე სექტორის წარმომადგენლები და კონსტიტუციონალისტები დაესწრნენ. განვითარების რა საფეხურზეა ქვეყანაში კანონიერება? ასევე რა გამოწვევების წინაშე დგას კოლეგია და მართლმსაჯულება? სიუჟეტიდან გაიგებთ
2018 წელს საკონსტიტუციო სასამართლოში 93 კონსტიტუციური სარჩელი დარეგისტრირდა. გადაწყვეტილება აქედან 19 საქმეზე გამოცხადდა. თავიანთი უფლებების დაცვას ძირითადად ფიზიკური პირები ითხოვდნენ. 67 შემთხვევაში მოსარჩელე მხარე საქართველოს, ხოლო 7 შემთხვევაში - უცხო ქვეყნის მოქალაქე იყო. სადაოდ გამხდარი ძირითადად საქართველოს კანონია. როგორც გასული წლის საქმიანობის პრეზენტაციაზე ითქვა, მიმართვიანობა 2017 წელთან შედარებით 4-ჯერაა შემცირებული.
საკონსტიტუციო სასამართლომ 2018 წელს ქვეყნის ისტორიაში რამდენიმე მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება მიიღო. მართლმსაჯულების ორგანოს თავმჯდომარე საქმიანობას ეფექტურად აფასებს და მიიჩნევს, რომ მთავარი გამოწვევა სარჩელების რაოდენობა რჩება.
კონსტიტუციონალისტები თვლიან, რომ სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილებებიდან ყველაზე ხმაურიანი მარიხუანას დეკრიმინალიზაცია იყო. შეხვედრაზე ითქვა, რომ საქმეში ბევრი კითხვითი ნიშანი დარჩა, რამაც საზოგადოების პროტესტი გამოიწვია. ჯამში მართლმსაჯულების ორგანოს მუშაობა ეფეტურად შეფასდა, თუმცა მთავარ გამოწვევევად დროში გაწელილი საქმეები და პოლიტიკური სარჩულით მიღებული გადაწყვეტილებები დასახელდა.
მესამე სექტორის მიერ დასახლებულ შენიშნვნებს საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარე არ იზიარებს. ზაზა თავაძე თვლის, რომ საქმეების გაჭიანურებას საჩივრების რაოდენობა იწვევს.
საკონსტიტუციო სასამართლომ საქმიანობის ანგარიშს მესამე სექტორის წინაშე ბოლო 2 წელია წარადგენს. მართლმსაჯულების ორგანომ გასულ წელს სამართალწარმოება სულ 64 კონსტიტუცურ სარჩელსა და 56 საქმეზე დაასრულა.