11, თებერვალი 2019 20:02:00
ადგილობრივმა ხელისუფლებამ ეგრეთ წოდებულ ოცნების ქალაქში მცხოვრებლებისთვის კორპუსების აშენების გადაწყვეტილება მიიღო. ტერიტორიაზე, რომელიც ეკონომიკის სამინისტროს ბალანსზეა, წლებია სტადიონია მოწყობილი. სპორტული სივრცით ადგილობრივები სარგებლობენ და სადაო სწორედ ეს ადგილი გახდა.
სტადიონი, რომელსაც 60 წლიანი ისტორია აქვს სავარაუდოთ, მალე ფუნქციას დაკარგავს. ამ ტერიტორიაზე ე.წ „ოცნების ქალაქში“ მცხოვრებლებისთვის ბინები უნდა ააშენონ.
ეს ადგილი ერთი კვირაა, რაც სამშენებლო მოედნადაა ქცეული. მიმდებარედ მცხოვრებლებმა სტადიონის შენარჩუნების მიზნით ხელმოწერების შეგროვება უკვე დაიწყეს.
ის, რომ ტერიტორიაზე მნიშვნელოვანი პროექტი ხორციელდება ამას მესამე სექტორში დადებითად აფასებენ, თუმცა „დემოკრატიის ინსტიტუტში“ მოქალაქეთა ინტერესებზეც ამახვილებენ ყურადღებას. მათი შეფასებით, ადგილობრივებისთვის სტადიონი ალტერნატიულ ტერიტორიაზე უნდა მოეწყოს, რადგან ჯანსაღი ცხოვრების ხელშეწყობა მნიშვნელოვანია.
ე.წ. „ოცნების ქალაქის“ მიმდებარედ მცხოვრებლებს იმ სტადიონით სარგებლობის უფლება ექნებათ, რომელიც ამავე ტერიტორიაზე სამომავლოდ აშენდება - ამის პირობას ჯანდაცვის სამინისტროში დებენ. მინისტრის მოადგილის თქმით, პროექტის ფარგლებში 2 სპორტული კომპლექსი მოეწყობა.
რუსული სამხედრო ჯარისთვის, წლების წინ აშენებული სტადიონი, სადაც თაობები სპორტულ ცხოვრებას ეწეოდნენ, მალე მაღალსართულიანი კორპუსები ჩაანაცვლებს.