კვირა 21, აპრილი 2019

ფრაქციები ინიციატივების გარეშე შუახევის საკრებულოში

11, თებერვალი 2019 20:04:00

დახარჯული ათასობით ლარი და ფრაქციები ინიციატივების გარეშე.  ვსაუბროვთ  შუახევის საკრებულოზე, სადაც ამ მიმართულებით მარტო გასულ წელს თითქმის ნახევარ მილიონამდე ლარი გამოიყო. ვის და რაში უხდით ფულს ?
შუახევის მუნიციპალიტეტის საკრებულო,  ფრაქციების სიმრავლითა და შესაბამისად, ფრაქციების დაფინასებისთვის გამოყოფილი თანხებით გამოირჩევა. საკრებულოში ოთხი ფრაქცია არის. აქ მმართველ პარტიას „ქართულ ოცნებას“, „ნაციონალურ მოძრაობას“, „ქართული ოცნება -კონსერვატორებსა“ და „ქართული ოცნება -მრეწველებს“ აქვს.

წლის განმავლობაში  ერთი ფრაქციის შენახვა, ადგილობივ თვითმართველობას, 34 800 ლარი უჯდება, შესაბამისად, შუახევის საკრებულომ, ხალხის ფულიდან მხოლოდ გასულ წელს, თითქმის ნახევარი მილიონი, მთლინობაში კი 417 600 ლარი, ფრაქციებისთვის დახარჯა და ეს თანხაც, მხოლოდ ფრაქციის თავმჯდომარისა და მისი მოადგილის ხელფასზეა გაცემული. დღემდე ოთხი ფრაქციიდან სამს ერთი ინიციატივაც კი არ წარუდგენია საკრებულოსთვის. თავმჯდომარეები ინიციატივების არარასებობას კორდინირებული მუშაობით ხსნიან და დასძენენ, რომ ხელფასი, რომელსაც ადგილობრივი ბიუჯეტიდან, იღებენ დამსახურებული მუშაობის შედეგია.

„ქართული ოცნება -კონსერვატორების“ თავმჯდომარე აცხადებს, რომ გუნდთან ერთად მოსახლეობის კეთილდღეობისთვის მუშაობს. გურამ ზოიძე აღნიშნავს, რომ იმსახურებს თუ არა თანამდებობრივ სარგოს, ეს ხალხმა უნდა შეაფასოს.

შუახევის საკრებულოში დღემდე სამი ინიციატივა არის დარეგისტრირებული, აქედან ორი ნაციონალური მოძრაობის ფრაქციას, ერთი კი ევროპული საქართველოს წარმომადგენელს ეკუთვნის. „ნაციონალური მოძრაობა“ აიპების თანამშრომლებისთვის ხელფასების ზრდასა და არჩილ ტატუნაშვილის მკვლელობაზე, საკრებულოს მიერ ოფიციალური პოზიციის დასახელებას ითხოვდა, რაც შეხება ევროპულ საქართველოს, მისი მოთხოვნა იყო, მიწის აღიარების შესახებ, საქართველოს კანონში ცვლილებების შეტანის მიზნით პარლამენტისთვის მიმართვა მომზადებულიყო. საკრებულომ ყველა ინიციატივა დაბლოკა, შესაბამისად სხდომაზე არცერთი მათგანი არ განხილულა. 
არსებული ვითარების მიუხედავად, საკრებულოს თავმჯდომარე, საკრებულოს მუშაობით კმაყოფილია, უფრო მეტიც, ოთხი ფრაქციიდან, მუშაობის ხარისხით საუკეთესოდ მმართველი პარტიის პრაქციას გამოყოფს. რატომ არ განიხილავს საკრებულო, ოპოზიციური პარტიის ფრაქციის მიერ წარმოდგენილ საკითხებს? გადაწყვეტილებას გიორგი დავითაძე  ასე ხსნის:

დეპუტატების მუშაობით კმაყოფილია საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე, რომელიც ამავდროულად მმართველი პარტიის ფრაქციის წევრიცაა.

უინიციატივოდ დარჩენილი კიდევ ერთი ფრაქციის „ქართული ოცნება - მრეწველების“ თავმჯდომარისა და მოადგილის ჩაწერა იმ მიზეზით ვერ  მოვახერხეთ, რომ ისინი სამსახურში დღეს არ იმყოფებოდნენ. ამის მიზეზად ფრაქციის თავმჯდომარემ სატელეფონო საუბარისას ჯანმრთელობის პრობლემა, ხოლო მოადგილემ სამსახურეობრივი შეხვედრა დაგვისახელა. 
შუახევის საკრებულოში, ფრაქციის თავმჯომარის თანამდებობრივი სარგო 1 700, მოადგილისა კი 1200 ლარია.