შაბათი 16, თებერვალი 2019

სრულად დამწვარი ერთი სახლი და განადგურებული კომერციული ობიექტები

11, თებერვალი 2019 20:44:00

სრულად დამწვარი ერთი სახლი და განადგურებული კომერციული ობიექტები. ბათუმში დღესაც ხანძარი იყო.  ცეცხლი ჭავჭავაძის ქუჩაზე საცხოვრებელს გაუჩნდა. მის ლიკვიდირებას ნახევარის საათი დასჭირდა.  
ეს ის ბინაა, სადაც დღეს დილით ხანძარი გაჩნდა.  ოჯახის ინფორმაციით, შემთხვევის დროს, სახლში ორი წევრი იმყოფებოდა, რომლებმაც ტერიტორია უვნებლად დატოვეს. თან მხოლოდ საჭირო დოკუმენტების გამოტანა მოახერხეს.

მასშტაბური ხანძარი ჭავჭავაძის 33 ნომერში დაალხოებით 09:30 წუთზე გაჩნდა. ერთი ბინა და დაახლოებით 300 კვ. მ სხვენი სრულად დაიწვა.  განადგურდა ასევე, 6 საცხოვრებელი ფართობი.  ხანძრის გამომწვევი მიზეზი უცნობია, თუმცა ტერირტორიაზე შეკრებილები პირად საუბარში შემთხვევას მოძველებულ ელექტროსადენებს უკავშირებენ. 

დაზარალდნენ შენობის პირველ სართულზე მდებარე სავაჭრო ობიექტების მეპატრონეებიც.  ცეცხლის ჩაქრობის დროს წყალი შენობის პირველ სართულზე ჩავიდა და იქ განთავსებული ქსოვილები თითქმის განადგურდა. 

ხანძრის ჩაქრობის პროცესში 60 - მდე მეხანრე მაშველი და 6 სპეც. ტექნიკა იყო ჩართული. ცეცხლის ლიკვიდირებას კი დაახლოებით ნახევარი საათი დასჭირდა. 

უსახლკაროდ დარჩენილებს ბათუმის მერია დროებით ქირით გაიყვანს, ზარალის ოდენობას კი, სპეციალური კომისია შეისწავლის.

რამ გამოიწვია ჭავჭავაძის 33 ნომერში ხანძარი, ამას გამოძიება არკვევს. შინაგან საქმეთა სამინისტრომ ძიება სისხლის სამართლის კოდექსის 187 - ე მუხლით დაიწყო, რაც ნივთის დაზიანებას ან განადგურებას გულისხმობს. 


დღის ამბები