კვირა 21, აპრილი 2019

ტერიტორიული მთლიანობის დარღვევით შედგენილი რუკა, შესაძლოა სისხლის სამართლის დანაშაული გახდეს

12, თებერვალი 2019 17:08:00

საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის დარღვევით შედგენილი რუკა, მისი დამზადება, გავრცელება, ქვეყანაში შემოტანა ან გატანა, შესაძლოა მალე სისხლის სამართლის დანაშაული გახდეს. შესაბამის კანონპროექტს საქართველოს პარლამნეტში, დღეს პირველი მოსმენით განიხილავენ. ინიციატორები დეპუტატები ირაკლისესიაშვილი და ოთარ ჩრდილელი არიან. მათი თქმით, მიუხედავად იმისა, რომ  საქართველოს ტერიტორიული მთლიანობა  საქართველოს კონსტიტუციით დადასტურებულია,   ბოლო პერიოდში ქვეყნის მთლიანობის დარღვევით შედგენილი რუკების გავრცელების შემთხვევებმა იმატა. ინიციატივა სისხლის სამართლის კოდექსში, 343 - ე პრიმა მუხლის დამატებას ითვალისწინებს.

 

ავტორი(ები)

189