შაბათი 16, თებერვალი 2019

საქართველოდან რძის პროდუქტების ექსპორტში ყველი პირველ ადგილზეა

12, თებერვალი 2019 17:09:00

საქართველოდან რძის პროდუქტების ექსპორტში, მთავარი პროდუქტი ყველია - წერს Georgiandairy-ი  ფინანსთა სამინისტროს საგარეო ვაჭრობის მონაცემებზე დაყრდნობით. 2018 წელს ამ პროდუქტის ექსპორტი 200 ათასი ლარით გაიზარდა.  2017 წელს ყველის ექსპორტმა დაახლოებით 500,000 ლარი შეადგინა, 2018 წელს კი  770,000 ლარამდე გაიზარდა. ექსპორტირებული ყველის ფასმა საშუალოდ კილოგრამზე 23.80 ლარი შეადგინა. აღნიშნულია 8%-იანი მატება 2017 წელთან შედარებით. საქართველოდან ყველი ძირითადად აშშ-ში გადის. ფინანსთა სამინისტროს მიერ გამოქვეყნებული სტატისტიკური ინფორმაციით, 2018 წელს საქართველოში რძის პროდუქტების იმპორტი აშშ დოლარში 2%-ით გაიზარდა და 64.4 მილიონს გაუტოლდა.

ავტორი(ები)

100

დღის ამბები