13, თებერვალი 2019 15:32:00
საბაჟო გამშვებ პუნქტში ,,ბათუმის აეროპორტი“, ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის მებაჟე ოფიცრებმა, ისრაელის მოქალაქის კუთვნილი ხელბარგში ნარკოტიკული ნივთიერების შემცველი მედიკამენტები აღმოაჩინეს. საქმე, შემდგომი რეაგირების მიზნით, შინაგან საქმეთა სამინისტროს გადაეცა. ფაქტზე შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება საქართველოს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე და 262-ე მუხლებით დაიწყო, რაც ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვას და საქართველოში უკანონოდ შემოტანას გულისხმობს. დანაშაული 9 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.