15, თებერვალი 2019 20:01:00
ახალგაზრდა ხელოვანი, რომელიც ელექტრონულ მუსიკას ქმნის. გიჩვენებთ როგორ და რა პირობებში წერს მუსიკას მსმენელისთვის ფსევდონიმ „ქარცით“ ცნობილი ჯუდა ქარცივაძე.
ამ პატარა ოთახში მოწყობილ სტუდიაში, მუდმივად ხმაურია. ახალგაზრდა ხელოვანი ყოველთვის ცდილობს ხმაური არასოდეს შეწყვიტოს და კიდევ ბევრი საინტერესო ასევე, სასიამოვნო მუსიკა შექმნას. ბათუმელი დჯ ჯუდა ქარცივაძე, რომელიც მსმენელმა ფსევდონიმი „ქარცით“ გაიცნო ამბობს, რომ მუსიკის წერა მისთვის ყველაზე სასიამოვნო პროცესია.
ხელოვანს მუსიკისადმი სიყვარული პატარაობიდანვე მოჰყვება, რამაც გადააწყვეტინა, საკუთარი მუსიკა შეექმნა.
ხელოვანი ფიქრობს, რომ ორი რადიკალურად განსხვავებული ემოციაა, როცა მუსიკის წერის პროცესში ხარ და შემდეგ შენი რეპერტუარით მსმენელის წინაშე დგები.
ჯუდა ქარცივაძე მრავალფეროვან ელექტრონული მუსიკის ჟანრს 7 წელია, რაც ქმნის. ხელოვანის რეპერტუარი 40-მდე მუსიკას აერთიანებს.