22, თებერვალი 2019 20:02:00
რეწვის ოსტატი ხელვაჩაურიდან, რომელიც ნიმუშებს უძველეს ტრადიციებზე დაყრდნობით ქმნის. 69 წლის ხელოვანი ნამუშევრებს ძაფითა და განსხვავებული ორნამენტებით ასრულებს. პარალელურად კი ახალგაზრდებს საკუთარ გამოცდილებას უზიარებს.
ლაზური ეთნოგრაფიული მუზეუმი ის ერთადერთი ადგილია, სადაც ხელოვანი ნარიმა ჰელიმიში მამასთან სიახლოვეს განსაკუთრებულად გრძნობს. აქ გამოფენილი 1910 წელს შესრულებული ,,ბათუმის პორტი“, ,,მეფე გუბაზი“ ,,ლაზის პორტრეტი“ ,,ნადური“ და სხვა ნამუშევრები ხელოვანის მამას, ხასან ჰელიმიშს ეკუთვნის. თითქმის ყველა ნამუშევარი იმდროინდელი აჭარის გამუსლიმანების ისტორიას ასახავს. როგორც ნერიმანი გვიყვება, მამისთვის ყველაზე მტკივნეული თემა სწორედ ეს იყო.
ცდილობდა, რომ მამას არ დამსგავსებოდა. სურვილი ჰქონდა ახალი, განსაკუთრებული შეექმნა. მამის რამდენიმე ნამუშევარი ძაფითა და განსხვავებული ორნამენტებით შეასრულა. ნარიმა ჰელიმიშისთვის ხელოვნება ჩვილ ბავშვს ჰგავს, რომელსაც მოვლა და მუდმივი ზრდა ესაჭიროება. მისთვის რთული აღმოჩნდა უსახსრობის გამო, თავისი ნამუშევრების გაყიდვა. თანხა კი ისევ ჩარჩოებისა და ძაფების ყიდვისთვის გამოიყენა.
69 წლის ხელოვანი პერიოდულად ხელოვნების უნივერსიტეტში სტუდენტებს რეწვის ოსტატობას ასწავლის. ამბობს, რომ ახალი თაობა უფრო ორიენტირებულია თავიანთი პროფესია განავითარონ და ცნობადი გახადონ.
ნარიმა ჰელიმიშის 70 წლის იუბილესთან დაკავშირებით სარფის საჯარო სკოლაში ღონისძიება გაიმართება, სადაც მოსწავლეებსა და დაინტერესებულ პირებს თავისი ნამუშევრების გაცნობის შესაძლებლობა მიეცემათ. განათლების სამინისტრო კი ,,ღვაწლმოსილი ხელოვანების“ პროექტის ფარგლებში წლის ბოლოს ნარიმა ჰელიმიშს ფულად ჯილდოს გადასცემს.