კვირა 21, ივლისი 2019

ერთი ხეობის ფოლკლორი და ანსამბლი „ჭვანა“ ძველი სიმღერების აღსადგენად

22, თებერვალი 2019 20:03:00

ჭვანის ხეობის  ფოლკლორი, რომლის აღდგენაზე ანსამბლი მუშაობს. ძველ, უნიკალურ სიმღებსა და ცეკვებს ჭვანას წევრები აცოცხლებენ.  იდეა რამდენიმე თვის წინ გაჩნდა. იმას, რაზეც მუშაობა ახლაც მიმდინარეობს, ფართო საზოგადოება 2 თვეში იხილავს. 

ჭვანის ხეობაში დაცული, ძველი, უნიკალური ადგილობრივი ფოლკლორის შესწავლისა და საკუთარ რეპერტუარში გაცოცხლების იდეა ანსამბლ „ჭვანის“ დირექტორს, რამდენიმე თვის წინ გაუჩნდა. იდეის რეალობად ქცევისთვის დახმარება ნინო რაზმაძეს სთხოვა, რომლის მხარდაჭერითაც გიორგი მთაწმინდელის სახელობის საეკლესიო გალობის უმაღლესი სასწავლებლის სტუდენტებმა, პროექტი მოამზადეს, ფონდი „ქართული გალობის“ დაფიანსებაც მოიპოვეს და ანსამბლთან ერთად, ჭვანაში, მშველიძისა თუ სხვათა ჩანაწერებზე დაყრდნობით სიმღერებისა და ცეკვების აღდგენაზე მუშაობაც დაიწყო.

ნათიასთან ერთად, ჭვანის გუნდს, ძველი სიმღერების აღდგენასა და დამუშავებაში გიორგი ჯოლბორდი ეხმარება. პროეტის თანაავტორი ამბობს, იმ კუთხითაც მუშაობენ, რომ გუნდმა სამომავლოდ ჩანაწერებიდან დამოუკუდებლად შეძლოს სიმღერების გაცოცხლება. 

ხეობაში დაცული,  საყოფაცხოვრებო დანიშნულების სიმღერები ხშირ შემთხვევაში ფოლკლორული საკრავებისა თუ ცეკვების ფონზე სრულდებოდა,  ანსამბლმა ესეც გაითვალისწინა და სიმღერების პარალელურად, ხეობისთვის დამახასიათებელი ფოლკლორული ცეკვებიც აღადგინა, მათ შორის „ნაღვარევის ხორუმი“„ფადიკო“ და „განდაგანა“

ავთანდილ ბოლქვაძემ, ხეობისთვის დამახასიათებელ ხალხურ საკრავზე, ჭიბონზე დაკვრაც საჭიროებიდან გამომდინარე ისწავლა. ამბობს, რომ ავთენტურობა აქ ყველასთვის მნიშვნელოვანია და ამ ნიშის შესანარჩუნებლად გუნდთან ერთად, თუ ინდივიდუალურად იცავს. 

პროექტის ფარგლებში, ანსამბლი, აღდგენილი ადგილობრივი ფოლკლორით მაყურებლის წინაშე აპრილის თვეში წარსდგება. კონცერტი, რომელიც თბილისის კონსერვატორიის დარბაზში ჩატარდება, ანსამბლთან ერთად სცენაზე ინდივიდუალური შემსრულებლებიც წარსდგებიან. 

პროექტი, რომელმაც ჭვანის ხეობის  ფოლკლორი საზოგადოებას უნდა გააცნოს და ისტრორიას სანოტო კრებულითა და დისკით უნდა შემოუნახოს, 2018 წელს დაიწყო. ავტორების ინფორმაციით, დისკში ანსამბლის მიერ აღდგენილი 20 -მდე სიმღერა ჩაიწერება.  


დღის ამბები