სამშაბათი 16, ივლისი 2019

„თავისუფალი პროექტების მხარდაჭერის“ კონკურსი

13, იანვარი 2017 08:21:00

ვისაც კრეატიული და ინოვაციური იდეები გააჩნია და პროექტის დასაფინანსებლად თანხა სჭირდება, აჭარის განათლების სამინისტრო „თავისუფალი პროექტების მხარდაჭერის“ პროგრამის კონკურსს სთავაზობს. შერჩევა 16 იანვრიდან 20 თებერვლის ჩათვლით ჩატარდება. პროექტის მაქსიმალური ღირებულება 20 000 ლარს უნდა შეადგენდეს. კონკურსში მონაწილეობა ნებისმიერ მსურველს შეუძლია.  „თავისუფალი პროექტების მხარდაჭერის“ პროგრამას აჭარის განათლების სამინისტრო 2014 წლიდან ახორციელებს.  წელს მისი  ბიუჯეტი, წინა წელთან შედარებით, გაზრდილია და 100 000 ლარს შეადგენს. პროგრამის არსებობის განმავლობაში 25 პროექტი დაფინანსდა, რისთვისაც ბიუჯეტიდან  280 000 ლარი დაიხარჯა. 


დღის ამბები