06, მარტი 2019 17:02:00
პირველი აჭარელი ქალი - ხარიტონ ახვლედიანის სახელობის მუზეუმში მხატვრისა და საზოგადო მოღვაწის მუვეთბერ ვარშანიძის ნამუშევრები გამოიფინა. საგამოფენო სივრცეში ორი ფერწერული ტილო იყო წარმოდგენილი. ღონისძიების ფარგლებში ვარშანიძის ცხოვრების ამსახველი ფოტოები და პირადი წერილები უჩვენეს. გამოფენა 1 კვირის განმავლობაში გაგრძელდება.