07, მარტი 2019 17:12:00
აშშ-ის ტეხასის შტატის მიერ 2018 წლიდან ძებნილი, მოქალაქე, თბილისში თავის დროებით საცხოვრებელ სახლთან დააკავეს. ამერიკის მოქალაქეს ბრალი 2017 წელს ქალაქ ოსტინში არასრულწლოვნის მიმართ ჩადენილი დანაშაულისთვის, ტეხასის შტატის სისხლის სამართლის კოდექსის 3 მუხლით ედება. ახლა დაკავებულის მიმართ კანონით გათვალისწინებული წინასაექსტრადიციო პროცედურები მიმდინარეობს.