07, მარტი 2019 17:14:00
საქართველოს პარლამენტში განიხილება საკანონმდებლო ინიციატივა, რომლის თანახმადაც, პროფესიული სასწავლებლების სტუდენტები სავალდებულო სამხედრო სამსახურისგან გათავისუფლდებიან. ცვლილება უნდა შევიდეს ,,სამხედრო ვალდებულებისა და სამხედრო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის 30-ე მუხლში, სადაც, სამხედრო სამსახურში გაწვევის გადავადებასთან დაკავშირებული პუნქტი არ ვრცელდება პროფესიულ სტუდენტებზე. ინიციატივის თანახმად, წვევამდელს სამხედრო სამსახურში გაწვევა გადაუვადდება, თუ არის პროფესიული სასწავლებლის სტუდენტი, რომელსაც არ აქვს შეჩერებული სტატუსი.