14, მარტი 2017 20:39:00
აჭარაში მყოფი შინაგან საქმეთა მინისტრი გუშინ აჭარის მთავრობის თავმჯდომარესთან ერთად ხულოში იმყოფებოდა. მინისტრი აჭარის პოლიციის დეპარტამენტის ხულოს სამმართველოში მივიდა, სადაც პოლიციელებს შეხვდა. ამის შემდეგ მინისტრი ადგილობრივებსაც შეხვდა და სამი დღის წინ ბათუმის პოლიციის მთავარ სამმართველოსთან გამართული აქციის შესახებ ესაუბრა. მღებრიშვილმა 12 მარტს პოლიციის მთავარი სამმართველოს წინ განვითარებულ მოვლენებს წმინდა წყლის პროვოკაცია უწოდა.მისი თქმით, აქციის დაშლა მხოლოდ მას შემდეგ დაიწყეს, რაც იქ მხოლოდ კრიმინალები დარჩნენ. მისივე განმარტებით, ისინი დგანან მოსახლეობის უსაფრთხოების სადარაჯოზე და პოლიციის მხრიდან წესრიგის გამკაცრებაც სწორედ წესრიგის დამყარებას უკავშირდება. შეხვედრის თაობაზე მედიასაშუალებები ინფორმირებული არ იყვნენ.