11, მარტი 2019 17:22:00
იუსტიციის სახლთან პატიმრების ოჯახის წევრებმა და მათმა ახლობლებმა შეწყალების კომისიის შენარჩუნება მოითხოვეს. საპროტექსტო აქციაზე შეკრებილებმა თქვეს, რომ ეს ერთადერთი გზაა შეწყალება ითხოვონ. შეგახსენებთ, სალომე ზურაბიშვილმა პარლამენტში სიტყვით გამოსვლისას აქამდე არსებული შეწყალების პრაქტიკა გააკრიტიკა და განაცხადა, რომ შესაძლოა შეწყალების კომისია იუსტიციის სამინისტროს გადაეცეს.