11, მარტი 2019 17:04:00
საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ოჯახში ძალადობის ბრალდებით, 1979 წელს დაბადებული, წარსულში ნასამართლევი და ამჟამად პირობითი მსჯავრის ქვეშ მყოფი პირი ბათუმში დააკავეს. გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა დედას მათსავე საცხოვრებელ სახლში, სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა. გამოძიება ოჯახში ძალადობის ფაქტზე მიმდინარეობს.