12, მარტი 2019 11:07:00
ბათუმის მერი პორტში ტერმინალის მშენებლობის ნებართვას ხელს მოაწერს. ამის შესახებ ლაშა კომახიძემ სპეციალურ ბრიფინგზე განაცხადა. დოკუმენტს ნებართვის შესახებ ხელი დღეს მოეწერება. ტერმინალი ცენტრალური აზიიდან მინერალური სასუქების ტრანზიტისთვის იქნება განკუთვნილი. ,,ვონდერნეტ ექსპრესი" ტერმინალის ასაშენებლად 20 მილიონი ამერიკული დოლარის ინვესტიციას გაიღებს. ბათუმის მერმა მედიის წარმომადგენლებს ტერმინალის უსაფრთხოების შესახებ მომზადებული პრეზენტაცია წარმოუდგინა. შეგახსენებთ, რომ ტერმინალის მშენებლობის წინააღმდეგ ბათუმში რამდენიმე აქცია გაიმართა.