12, მარტი 2019 17:03:00
„საზღვაო ქვეითთა თამაშებიდან“ სამხედრო მოსამსახურეების გუნდი საქართველოში 38 მედლით დაბრუნდა. პარასპორტსმენებს აეროპორტში თავდაცვის მინისტრი დახვდა. ლევან იზორიამ ქართველ სამხედროებს გამარჯვება პირადად მიულოცა. მისივე გადაწყვეტილებით, გამარჯვებულ მებრძოლებს ფულადი ჯილდოც გადაეცემათ.