14, მარტი 2017 17:30:00
პოლიციელებზე თავდასხმის და ავტომობილების დაწვის ფაქტზე გამოძიება კი ამ დრომდე გრძელდება. ჯერჯერობით უცნობია ვინ მიეცემა სისხლის სამართლის პასუხისგებაში, თუმცა ადვოკატი რამინ პაპიძე ვარაუდობს, რომ შესაძლოა, ის ვინც ადმინისტრაციული სამართალდარღვევის კოდექსის შესაბამისად დააკავეს, კვალიფიკაცია შეეცვალოთ. სასამართლოს განჩინების საფუძველზე სამართალდამცავებმა სხვადასხვა ტელეკომპანიებიდან კადრები წაიღეს. შესაბამისად საგამოძიებო ორგანო ახლა შესაძლო ბრალდებულების იდენტიფიცირებას კადრების მეშვეობით ცდილობს.