13, მარტი 2019 17:13:00
სარფის საბაჟოზე შემოსავლების სამსახურის მებაჟე ოფიცრებმა, ეჭვის საფუძველზე, საქართველოს მოქალაქის სხეულის სკანერით დათვალიერების შედეგად, 10 417 ლარის ღირებულების არადეკლარირებული ოქროს ნაკეთობები გამოავლინეს. მიმდინარეობს გამოძიება.