13, მარტი 2019 17:12:00
გონიო-კვარიათის სანაპირო ზოლი კვების ობიექტებისგან უახლოეს დღეებში გათავისუფლდება. კონსტრუქციების მეპატრონეებს მერიის სამსახურმა დემონტაჟისთვის 5 დღიანი ვადა მისცა. ახალი ნაგებობების განსათავსებლად უწყება კონკურსს აცხადებს. ახალი კონსტრუქციები შესაბამის სტანდარტებს უნდა აკმაყოფილებდეს. წინააღმდეგ შემთხვევაში ინდ მეწარმეები 1000-დან 2000 ათას ლარამდე თანხით დაჯარიმდება.