13, მარტი 2019 17:42:00
საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს გენერალური დირექტორის ნიკოლოზ ანთიძის ბრძანებით არამატერიალური მემკვიდრეობის ელემენტს ბორანოს მომზადების წესსა და ტრადიციას არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსი მიენიჭა. აჭარის კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტოს ინიციატივით, ტრადიციული კერძის ,,ბორანოს’’ შესახებ მომზადდა და გაიგზავნა სააღრიცხვო დოკუმენტაცია ეროვნულ სააგენტოში არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსის მისანიჭებლად. ბორანო ტრადიციული აჭარული სამზარეულოს შემადგენელი კერძია. ტრადიციული ფორმით, ბორანო – ესაა იაღში ჩალბობილი ყველი.