13, მარტი 2019 20:52:00
სამშენებლო ნარჩენები, ეკალ -ბარდი და ნაგავი სანაპიროზე. რატომ არ ექცევა ყურადღება ტურისტულ ზოლს თამარის დასახლებაში? მერიაში თავს იმით იმართლებენ, რომ მოქალაქეებს პრეტენზიებით უწყებისთვის არ მიუმართავთ.
ეს თამარის დასახლებაა. ზღვისპირა ზოლი როგორც ადგილობრივები ყვებიან, წლების განმავლობაში მოუწესრიგებელია. სანაპიროზე საყოფაცხოვრებო და სამშენებლო ნარჩენებიც ყრია. მიმდებარე ტერიტორიაზე მცხოვრებლები გაუსაძლის სუნზე საუბრობენ.
პრობლემა თავს განსაკუთრებით ზაფხულში იჩენს. ამ დროს ტერიტორიაზე მღრნელები და ქვეწარმავლები მრავლდაა. ადგილობრივებს ბავშვების გარეთ გაშვების ეშინიათ. აქ მცხოვრებლები ყვებიან, რომ წლებია დახმარებას უშედეგოდ ითხოვენ.
ბათუმის მერიაში კი თქვეს, რომ მოქალაქეებს მათთვის არ მიუმართავთ. გამწვანებისა და ლანდშაპტური განვითარების სამსახურის უფროსი ამბობს, რომ ტერიტორიას ეკალ-ბარდებისგან ხვალ გაწმენდენ.
მერიის სანდასუფთავების სამსახურში კი თქვეს, რომ სანაპირო ზოლს ხვალვე შეისწავლიან. რატომ არ მოხდა აქამდე ტერიტორიიიდან ნარჩენების გატანა? აქაც თქვეს, რომ მოქალაქეებს პრეტენზიებით არ მიუმართავთ
ვინ ყრის სანაპიროზე სამშენებლო ნაგავს? ბათუმის მერიას ამ დრომდე ინფორმაცია არ აქვს. იდენტიფიცირების შემთხვევაში კანონდამრღვევი 500 ლარით ჯარიმდება.