ორშაბათი 25, მარტი 2019

მოქალაქეები უსახლკარო ცხოველებზე ზრუნავენ

14, მარტი 2019 20:00:00

ახლა კი  გონიოში მცხოვრებ  უპატრონო ცხოველებზე მოგიყვებით,   რომლებზეც ადგილობრივები ზრუნავენ.  ვინ გაუკეთა სახლი უპატრონო ძაღლებს?  პოზიტიური ამბავი, მოქალაქეებისა და ოთხფეხა ცხოველების მეგობრობის ისტორიაზე და სიკეთე, რომელზეც ახალსოფელსა და საფრფში ბოლო დღეებში აქტიურად საუბრობენ. 

„ხიდის ძაღლი“- ეს წარწერა იმაზე მიუთითებს, რომ მოქალაქემ უსახლკარო ძაღლზე იზრუნა და გონიოს ხიდთან თავშესაფარი მოუწყო. ძაღლი, რომელიც რამდენიმე თვე ხიდის მიმდებარედ ღია ცისქვეშ ცხოვრობდა ახლა აქ თბილი კერა აქვს. ჩარლის კიდევ ერთი მიუსაფარი ძაღლი დაუმეგობრდა, რომელიც მასთან ერთად ცხოვრობს. 

მოქალაქე, რომელმაც მიუსაფარ ცხოველებს სახლი გაუკეთა ახალსოფელში ხშირად ხედავენ. აქ გვიყვებიან, რომ უცნობი ქალი ოთხფეხა მეგობრების დაპურებაზეც ზრუნავს. 

კიდევ ერთ მიუსაფარ ცხოველს გაუმართლა სარფში, სადაც  თავშესაფარი საავტომობილო გზის განაპირას გაუკეთეს. მასზე ერთ-ერთი ადგილობრივი ზრუნავს, რომელმაც დაუძლურებული ცხოველი სიკვდილისგან იხსნა. 

მოქალაქეები ფაქტებში პოზიტივს ხედავენ და ამბობენ, რომ ამ  მიმართულებით ბოლო წლებში ცნობიერება ამაღლდა, თუმცა აქტიური მუშაობა კვლავ აუცილებელია. 

არაოფიციალური ინფორმაციით, საქართველოში 500 მილიონი ძაღლია, რომელთა 80% მაწანწალაა. მათი უმეტესი ნაწილი ყოველდღიურად სიცივისა და შიმშილისაგან იღუპება.


დღის ამბები