18, მარტი 2019 12:42:00
ქობულეთში, სახელმწიფო ქონების გასხვისების საკითხით სუსი დაინტერესდა. ის, რომ საქმეში მუნიციპალიტეტის მერია ფიგურირებს ინფორმაცია პრესცენტრში დაგვიდასტურეს. თუმცა აქ არ გვითხრეს იყვნენ თუ არა მერიის მაღალჩინოსნები დაკითხვაზე საგამოძიებო ორგანოში.
მუნიციპალიტეტის მერი ჩვენს სატელეფონო ზარებს არ პასუხობს. მოადგილე დავით ვერულიძე კი ფაქტის შესახებ ინფორმაციას არ ფლობს.
ქობულეთის მერიის პრესცენტრში განმარტეს, რომ ინფორმაცია უწყების იურიდიულ სამსახურში გადაამოწმეს, სადაც მსგავს ფაქტს არ ადასტურებენ.
ქობულეთის საკრებულოს ოპოზიცია ეჭვობს, რომ საქმე აღმაშნებლის ქუჩაზე, საკურორტო ზოლში გასხვისებულ მიწის ნაკვეთს ეხება, სადაც მრავალფუნქციური სასტუმრო უნდა აშენებულიყო.
„TV 25“ ინფორმაციის დაზუსტებას მხარეებთან ცდილობს და დამატებით დეტალებს მოგვიანებით შემოგთავაზებთ.