18, მარტი 2019 20:01:00
ახლა კი 30 წლის ხელოვანს გაგაცნობთ, რომელიც თითქმის 10 წელია საინტერესო ნივთებს ქარგავს და ქსოვს. ფერწერული ნამუშევრების შექმნის პროცესი და სირთულეები, რომელიც შრომატევადი ხელსაქმეს თან ახლავს.
კანვაზე ხატვა, 30 წლის მარიამ ავაკიანს სიმშვიდესა და ჰარმონიას ჰგვრის. მიუხედავად იმისა, რომ ხელსაქმე არც ისე მარტივი და შრომატევადია, მარიამისთვის მნიშვნელოვანი მაინც დახვეწილი და გემოვნებიანი ნამუშევრების შექმნაა. კანვაზე ქსოვა ხელოვანმა 22 წლის ასაკში დაიწყო. მარიმაის მიერ შესრულებულმა პირველმა ნამუშევარმა, ახლობლებისა და მეგობრებისგან მოწონება დაიმსახურა. სწორედ ამან განაპირობა მისი შემდგომი მოტივაციაც.
ეს ყვავილებიანი ლარნაკი მხოლოდ ორიგინალურობით არ გამოირჩევა. მარიამის ნამუშევრებიდან იმით არის გამორჩეული, რომ ავტორმა მის მოქსოვას ყველაზე დიდი დრო ნახევარი წელი მოანდომა. ეს კი იმან განაპირობა, რომ ნამუშევარში 25-მდე ფერია გამოყენებული.
ესკიზს წინასწარ არასდროს ხატავს. მისთვის მთავარია კანვის რიგების თანაბრობა დაიცვას. ათეულობით ნამუშევრიდან კი ყველაზე მეტად კვირაცხოვლობის ქადაგება და კნუტებია.
ფერწერული ნამუშევრების შექმნისას, სუტაჟს, თასმას, ბისერებს, სხვასასხვა ფერის მძივებს და ძაფებს იყენებს. ქსოვს და ქარგავს იმას, რაც მოსწონს.ნივთებს არასდროს ჰყიდის. მარიამი მის მიერ შესრულებულ ხელნაკეთებს მხოლოდ ახლობლებს ჩუქნის.
მარიამ ავაკიანი ახლა ტყეში მელიის ხატვაზე იწყებს მუშაობას.